-
-
მოგვწერეთ
დიალოგი „ნადიმი“, რომელსაც გამომცემლობა ჩარპე დიემ სთავაზობს მკითხველს, დიდი ბერძენი ფილოსოფოს – პლატონის (427–347) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხზულებაა, რომელიც მიზნად ისახავს გაარკვიოს ეროტიულ ეფექტთა ზემოქმედების ძალა და ეროსის როლი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. „ეროსი მშვენიერების სიყვარულია“, ანუ, რაც იგივეა, „ეროსს სურს ფლობდეს მშვენიერებას“... მაგრამ მშვენიერების ფლობა საბოლოო მიზანი კი არ არის, არამედ მხოლოდ საშუალებაა უფრო მაღალი მიზნის მისაღწევად, ხოლო ყოველი სიცოცხლის, ყოველგვარი არსებობის ამ უმაღლეს და უზენაეს მიზანს ბედნიერება („ეუდაიმონია“) ჰქვია სახელად. მაშასადამე, სიყვარული სხვა არა არის რა, თუ არა ბედნიერების მოპოვების, ბედნიერებასთან ზიარების საშუალება...