ანტიკური ფილოსოფია და ქრისტიანული მისტიკა

ახალი

ავტორი: ზაზა შათირიშვილი

ანტიკური ფილოსოფია და ქრისტიანული მისტიკა

ზაზა შათირიშვილის ანტიკური ფილოსოფია და ქრისტიანული მისტიკა დაწერილია ერთგვარი „ფილოსოფიური კომპარატივისტიკის ჟანრში“. წიგნში ქრისტიანობისა და ანტიკურობის შედარებითი ანალიზი „შეზავებულია“ მნიშვნელოვანი გადაძახილებით აღმოსავლური ფილოსოფიისკენ. საფიქრებელია, რომ ეს ღირსებაა, რადგან დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საზღვრებმორღვეულ, „ღია საზოგადოებაში“, სადაც დაგროვდა „ბევრი“, მაგრამ სწორედ ეს `სიჭარბე“ სპობს საზრისს და ამრუდებს მისი ძიების გზებს. სწორედ ამ `სიჭარბეშია“ საჭირო ერთმანეთს შევადაროთ ის, რაც ხელმისაწვდომია და ვეძებოთ საზრისისკენ მიმავალი ახლებური გზები. სწორედ ეს პათოსი განმსჭვალავს ზაზა შათირიშვილის წიგნს: „მოდერნის პროექტი, იმავდროულად, ესაა - პოსტმოდერნის პროექტი, ამიტომაც უკვე კარგა ხანია, რაც ვართ ციტატების, ფრაგმენტებისა და კონცეპტუალური ნამსხვრევების იმ გარემოცვაში, რასაც დერიდამ მოხდენილად ‘ყველაფერი-ტექსტია’ უწოდა. რაც არ უნდა უსასრულო და ვეებერთალა გვეჩვენებოდეს ეს, მართლაც, უშველებელი ‘ფილოსოფიური არქივი’, ვითარება არ იცვლება - ეს ყოველივე სრულიად ფრაგმენტული და უთავბოლო ნამსხვრევების გროვად დარჩება, თუ არ გვექნა ჭვრეტის სწორი ოპტიკა. აი, მაშინ ე.წ. ‘ფილოსოფიის ისტორია’, მართლაც, შეიძლება გახდეს ფილოსოფია“. 

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!