-
-
მოგვწერეთ
ნაშრომი ეძღვნება გერმანული კლასიკური იდეალიზმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ი. გ. ფიხტეს ფილოსოფიის ანალიზს. ავტორის მიზანია აჩვენოს, თუ რა ლოგიკური აუცილებლობით მივიდა ფიხტეს სახით კანტისშემდგომი იდეალისტური ფილოსოფია დიალექტიკის თეორიის შექმნამდე, რა პერსპექტივებს ატარებდა ფიხტეს დიალექტიკის სუბიექტურ-იდეალისტური თეორია ობიექტურ-იდეალისტური ხაზით განვითარების თვალსაზრისით და რა რაციონალურ მომენტებს შეიცავდა ეს თეორია მატერიალისტურ საფუძველზე გადასამუშავებლად; ნაშრომში გაანალიზებულია აგრეთვე, ზნეობის პრინციპის ფიხტესეული დაფუძნება და ნაცადია მასში არსებული რაციონალური მომენტების წარმოჩენა.