-
-
მოგვწერეთ
გამომცემლობა „კარპე დიემ“ 2008 წლიდან მოღვაწეობს საგამომცემლო სფეროში. ჩვენი ძირითადი დანიშნულება კაცობრიობის ფილოსოფიური მემკვიდრეობის ქართულ ენაზე გამოცემაა. ჩვენ აგრეთვე ვაქვეყნებთ ქართველი ავტორების ფილოსოფიურ ნაშრომებსა და სხვა დარგების მნიშვნელოვან ლიტერატურას.
გამოქვეყნებულ წიგნებს შორისაა - პლატონის დიალოგები, ჰეგელის, კანტის, ნიცშესა და შოპენჰაუერის ნაშრომები. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადამიანთა თვითშემეცნების პროცესს და მივაწოდოთ მსოფლიოს ფილოსოფიური საგანძური ქართულ ენაზე.
Carpe Diem-ისთვის მნიშვნელოვანია თარგმანისა და გამოცემული ლიტერატურის ხარისხი. ამიტომაც, ჩვენი მთარგმნელები/ავტორები არიან სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფილოსოფოსები და ყოფილი ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომლები.