ფიქრები

ახალი

ავტორი: მარკუს ავრელიუსი

ფიქრები

„ფიქრები“ დიდი რომაელი მოაზროვნის, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (121-180) თხზულებაა. ძველი რომაული მწერლობის ეს შედევრი ადამიანის წინაშე სვამს არა ერთსა და ორ მარადიულ კითხვას...

„... გულისხმაყავ, რაოდენ მსწრაფლწარმავალი და მსწრაფლდავიწყებადია ყოველი, მარადისობის რა უსასრულო უფსკრული ძევს როგორც შენს წინ, ისე შენს უკან, რაოდენ ფუჭია სახელის ძიება და რაოდენ უმტკიცნო და ცნობასუსტნი არიან შენი მეხოტბენი; რა ვიწროა წრე, რომელიც გარეშემოსწერს და ზღვარს უსაზღვრებს შენს სახელსა და დიდებას, რადგან ჯერ მთელი მიწა რა არის, ეგ ერთი ციცქნა შავი წერტილი და შენი საცხოვრისი რა უნდა იყოს?“
„... წუთიერია ყველაფერი ამ საწუთროში. არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია?“
„... დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ, და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე როგორც გაქრები შენ, და აღარასოდეს შემოიქცევა უკან“.
„... ყველაფერი აკეთე, ყველაფერზე იფიქრე და იმსჯელე ისე, თითქოს ყოველ წამს მოელოდე, რომ ეგ წამიც წარხდება და დასრულდება შენი სიცოცხლეც“.

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!