აღსარებანი

ახალი

ავტორი: ნეტარი ავგუსტინე

აღსარებანი

გამოცემა შესრულებულია 1996 წლის გამოცემის მიხედვით. თარგმანი შედარებულია გერმანულ და ორიგინალ ტექსტს, დაზუსტდა რამოდენიმე ტერმინი. წინა გამოცემაში ბოლოს გადატანილი შენიშვნები გაყოფილია ორ ნაწილად: მოკლე სქოლიოები შეტანილია ტექსტსში, ხოლო ვრცელი შენიშვნები დარჩენილია წიგნის ბოლოს, რაც შესამჩნევად აადვილებს წინამდებარე რთული ნაწარმოების კითხვასა და აღქმას.

 

ასევე, წინამდებარე გამოცემას თან ერთვის ლევან გიგინეიშვილის წინასიტყვაობა.

 

... საიდან იღებს დასაბამს ბოროტება, თუკი ყველაფერი შექმნა კეთილმა ღმერთმა და კეთილია მისი ქმნილება? უფრო დიდმა და უზენაესმა სიკეთემ უფრო მცირე სიკეთე შექმნა, მაგრამ კეთილია შემოქმედიც და შექმნილიც. მაშ, სადაა ბოროტების სათავე? იქნებ ბოროტი იყო მატერია, რომლისგანაც ღმერთმა შეჰქმნა სამყარო? მაგრამ ფორმა რომ მიანიჭა და მოაწესრიგა მატერია, იქნებ რაღაცა დაუტოვა მას, რაც სიკეთედ არ გარდაუქმნია? კი მაგრამ, რატომ? ნუთუ ყოვლისმძლეს არ შეეძლო მთლიანად გარდაექმნა და შეეცვალა იგი, რათა საერთოდ აღარ დარჩენილიყო რამე ბოროტი? და ბოლოს, რატომ ინება მატერიისაგან შეექმნა სამყარო, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ყოვლისმძლეობის წყალობით მთლიანად მოესპო და არარაობად ექცია იგი? განა მატერიას შეეძლო ღვთის ნების საპირისპიროდ ეარსება? ხოლო თუ მატერია მარადიული იყო, რად დართო ნება, უსასრულო დროის მანძილზე ამ სახით ეარსება და მხოლოდ შემდეგ ინება რაღაცა შეექმნა მისგან...

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!