- 
                
- 
                მოგვწერეთ
 
                                
                            ნიცშეს ჭეშმარიტების პროექტი ორშრიანია. არსებობს მარადიული ჭეშმარიტებები, ოღონდ ეს ისინია, რომელთაც წინა, პლატონურ-ქრისტიანული ჭეშმარიტების პროექტი ვერ, ან მხოლოდ ნაწილობრივ სწვდებოდა. ასეთებია: ქმნადობა, იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება, ძალაუფლების ნება. ნიცშეს ეს განაზრება უთუოდ მონიშნავს თანაკვეთის ასპექტებს ჰაიდეგერის ფილოსოფიასთან, რასაც ქვემოთ განვავრცობთ. არსებობს მეორე, პერსპექტივისტული შრეც, რომელიც ამ მუდმივებთან ურთიერთობით ადგენს სიცოცხლისთვის საკუთარ მამტკიცებლობა/უარყოფითობას.