-
-
მოგვწერეთ
გამოჩენილი ჰოლანდიელი ისტორიკოსის იოჰან ჰაიზინგას ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია მსოფლიო კულტუროლოგიაში. ის კულტურის რაობას უკიდურესად ორიგინალური კუთხით განიხილავს. ავტორი ახერხებს, მძაფრი და თანმიმდევრული ხედვა შეუხამოს ნათელ და გასაგებ სტილს, რაც წიგნს სახალისო საკითხავს ხდის. მკითხველი არა მარტო ახლებურად დანახავს კულტურის არსს, არამედ უამრავ მნიშვნელოვანს და საინტერესოს გაიგებს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ცხოვრების ყაიდაზე და ტრადიციებზე. ეს წიგნის უკვე მესამე ქართული გამოცემაა; თარგმანი გასწორდა და გამდიდრდა ახალი კომენტარებით.