-
-
მოგვწერეთ
ნაშრომში განხილულია ჰარტმანის შრეობრივი ონტოლოგია და ჰაიდეგერის ეგზისტენციალურ-ონტოლოგიური თეორია, რომლებიც გვიჩვენებენ ფინალობის ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავებულ გაგებას. თუ პირველი თეორია ცნობს მიზნობრივს, არსებითად მხოლოდ როგორც ცნობიერების თეზისს, მეორე თეორია ავითარებს მიზნობრიობის ორგანზომილებიან, ონტოდიალექტიკურ ცნებას, ანუ ცნებას თეტური (თემატური) და არათეტური (არათემატური) მიზნობრიობის ერთობლიობისა. ვინაიდან, მისი, უპირატესად ტრანსცენდენტალურ - დროითი რაკურსის გამო, ეგზისტენციალური ანალიტიკა თვითონ სპეციალურად არ გადმოსცემს თავისი ეგზისტენციალობის ფინალურობის თავისებურ საზრისს, გამოკვლევის მთავარი ამოცანაა ამ საზრისის განმარტება. შრომაში მოცემულია ფინალობის ცნების კრიტიკული ანალიზი ისე, როგორც იგი მოცემულია შრეობრივ ონტოლოგიაში, მითითებულია ონტოდიალექტიკური მომენტის არარსებობაზე, როგორც მის მთავარ ნაკლზე.