-
-
მოგვწერეთ
პლოტინი (205-270) - დიდი ბერძენი მოაზროვნე, ნეოპლატონიზმის ფუძემდებელია. როგორც დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი აღნიშნავს, “პლოტინის ფილოსოფია ერთდროულად დასასრულიც არის და დასაწყისიც: დასასრული იმისა, რაც შეეხება ბერძნებს, და დასაწყისი იმისა, რაც შეეხება ქრისტიანობას”. “პლოტინი პირველი უდიდესი სინთეზია პლატონიზმის და არისტოტელიზმისა და, ამასთან, მთელი ძველი ფილოსოფიისა” (ალექსეი ლოსევი). პლოტინის 54 ტრაქტატი მისმა მოწაფემ პორფირიოსმა 6 ენნეადად (ცხრეულად) განალაგა. წინამდებარე წიგნში შესულია სხვადასხვა ენნეადიდან ამოღებული თხუ თმეტი ტრაქტატი.
მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე