ემპედოკლე

ახალი

ავტორი: ფრიდრიხ ჰიოლდერლინი

ემპედოკლე

კლასიციზმისა და რომანტიზმის ზღვარზე მყოფი დიდი გერმანელი პოეტის ფრიდრიჰ ჰიოლდერლინის ტრაგედია «ემპედოკლე» (1800 წ.) ეძღვნება ძველ ბერძენ მოაზროვნესა და სახელმწიფო მოღვაწეს, პოეტსა და მკურნალს ემპედოკლეს (483-423 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე), რომელიც ლეგენდის მიხედვით გავარვარებულ ეტნაში ვარდება და ამით ის ერწყმის ბუნებას, კვლავ უბრუნდება ბუნების წიაღს, კვლავ აღადგენს ადამიანისა და ბუნების ერთიანობას. თუმცა ჰიოლდერლინი ძველი საბერძნეთის მონატრებას შეუპყრია და ანტიკურ ფორმებს ირჩევს, მაგრამ ლირიკული დრამა პოეტის თანადროულია. ნაწარმოები აგებულია პირად განცდებზე და რომანტიკული ფილოსოფიის საფუძვლების თანაზიარია. პოემის შინაარსი სოციალურ-ზნეობრივი კონფლიქტის ფონზე იშლება და იხატება სიძულვილისა და სიყვარულის ურთიერთდაპირისპირება. 

 

მთარგმნელი: მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილისა

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!