პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ

ახალი

ავტორი: მარტინ ჰაიდეგერი

პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ

ჰაიდეგერის ტექსტი „პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ“ მონიშნავს იმ პირველად ალგორითმს, რომლითაც ხდება გადასვლა ჭეშმარიტებიდან, ვით დაუფარველობიდან - ჭეშმარიტებაზე, ვით განსჯის იდეის საგანთან შესაბამისობაზე.

 

ჰაიდეგერის თვალსაზრისით, პლატონის მიერ იდეის ღიაობის წარმმართველად გამოცხადება, იმ გამოუთქმელ მოცემულობაზე მიგვითითებს, თუ რა დადგინდა პლატონთან ჭეშმარიტების არსად; ჭეშმარიტება აღარ გაიაზრება, როგორც არსი დაუფარველობისა მისი ყოფიერებითი სისასვისგან, არამედ იგი იდეის არსს გადაეცემა. ჭეშმარიტების არსი კარგავს დაუფარველობას, - თავის მთავარ მახასიათებელს.

 

თუ არსებულთან ნებისმიერ მიმართებაში, ყოველივე დამოკიდებულია ίδεΐν-ზე, იდეაზე, „ტიპის“ დანახვაზე, მაშინ არსებულთან მიმართების ყოველგვარი მცდელობა, უპირველეს ყოვლისა, ამგვარი ხედვის უზრუნველყოფაზე უნდა კონცენტრირდეს. ამისთვის კი, საჭიროა ხედვის სისწორე. ჰაიდეგერის თქმით, პლატონთან აღქმა უიგივდება იმას, რაც უნდა იყოს დანახული - „ხედვას“-ს არსებულისა. ამის შედეგად ჩნდება όμοίωσις - შემეცნების იგივეობა საგანთან. ამრიგად, ხედვის უპირატესობა ალითიასთან შედარებით არის ის წინაპირობა, საიდანაც ხდება ჭეშმარიტების არსის ცვლილება. ჭეშმარიტება იქცევა  όρθότης-ად, „სიმართლედ“, გამოთქმისა და აღქმისა.   

 

ჰაიდეგერისთვის, ჭეშმარიტების არსის ცვლილება, ამავდროულად, მოასწავებს ჭეშმარიტების ადგილის ცვლილებას. ვითარცა ღიაობა, ჭეშმარიტება ჯერ ისევ რჩება მთავარ მაჩვენებლად თავად არსებულისა. თუმცა, ვითარცა სიმართლე „შეხედულებისა“, ის არსებულთან ადამიანური ურთიერთობის მახასიათებლად იქცევა. მსჯელობა იქცევა ჭეშმარიტებისა და მცდარობის გარჩევის ადგილად. ჭეშმარიტების ამგვარ განსაზღვრებას უკვე არაფერი აქვს საერთო ალითიასთან, როგორც ღიაობასთან. პირიქით, αλήθεια (ღიაობა, დაუფარველობა) ამჯერად ψευδος-ის, ე.ი. მცდარის, საწინააღმდეგოა და გაიაზრება, ვითარცა სისწორე. ჭეშმარიტების ამგვარი გაგება, ჰაიდეგერის აზრით, სააზროვნო დამღად დაედება დასავლეთს.

 

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!