ცნობიერება და ნისლის კოტორი

ცნობიერება და ნისლის კოტორი

 

 

 

(ზოგიერთი ეპიზოდი ზურაბ კიკნაძის  “ქართული მითოლოგიის სისტემიდან”)

ეპიზოდი 0 რა ვიცით სისტემაზე: სისტემა როგორც  სხვადასხვა ნაწილებისგან შედგენილი მთელი და გამოთქმა სისტემაში მოყვანა. დასაწისისთვის ეს საკმარისია. 

მოდით შევეცადოთ გავყვეთ  ექსპედიციაში ზურაბ კიკნაძეს, რომელზეც  ერთმა ცნობილმა მწერალმა თქვა  მწერული ნიჭი აქვსო, მწერალიაო /ლატური: ჩვენი დამკვირვებელი გაკვირვებულია/მის ცნობიერებაში ანუ  ლაბოლატორიაში წევრების /თანამშრომლების დანახვაზე თავაუღებლად რომ წერენ- ამოტივტივდაო მწერლის გამოსახულება.

კიკნაძეს ექსპედიციიდან მოაქვს მასალა, რომელშიც არიან სხვები/უცხო პირები. სხვა წევრები/მკითხველები/სხვები როგორც მასალა, რომელიც უნდა დაამუშაოს/მას შეიძლება ჰგონია, რომ ეთნოგრაფიული /ნედლი მასალა მოაქვს, მაგრამ მას ჩამოჰყვნენ „სხვები“, რომლებიც „სისტემაში“ შეჰყვებიან, რათა მასში შფოთი შეიტანონ. ეს  დიდი  სხვა არის თვითონ სისტემა.

 

 

ახლა მარკუს გაბრიელის  წიგნს - რატომ არ  გიებს სამყარო? -ვკითხულობ: მთელი ნაწილების ერთობლიობაა/თუ თვისებები ვიცით, საგანიც ვიცითო

მაგრამ მთელი არ უდრის თვისებათა ჯამს

თვისებების ცოდნით მთელი არ ვიცით

 ყოველთვის გიებს მთელის ის მხარე/არე, რომელიც არ ვიცით როცა ცოდნა არის ხედვა/ მთელი როგორც ასეთი პრობლემაა, რადგანაც მას ვერ ვხედავთ ყოველმხრივ/ მთელი  არ არის არე, რომელიც გიებს, არამედ ის არის? არე. რომელიც  „არით არეობს“

 

ეპიზოდი I.  კვალი

საგანი/ნივთი გაქრა/დატოვა მან კვალი და მოწოდება: უნდა ვეძიოთო კვალი

 

  • ძაღლი. იქ სადაც ლაპარაკია კვალზე ჩნდება ძაღლი ან ძაღლის გამოსახულება:

ლატურის ლაბორატორიაში/ველასკესის ნახატში

ზურაბ კიკნაძის ქართული მითოლოგიის სისტემაში/ძაღლი სისტემაში.

 

ეპიზოდი II. სკოპური რეჟიმი  

  • სწორფრობის ეპიზოდში: თვალი. პრივილიგირებული ზე-თვალი, რომელიც ხედავს ყველაფერს

ის არის საერთოს/მთელის თვალი თუ  მთელი /საერთო თვითონ არის თვალი

თუ ის სუსტი/პერიფერიული ჰიპერიკონაა  ცნობიერების მოდელად რომ არ გამოდგება, არამედ რაღაც სატყუარასავითაა  ცნობიერების გამოსატყუებლად სამალავიდან, რათა გამოდევნოს ის იქედანო

 

ზურაბ კიკნაძე: სწორფრობა/სიწმინდე ნიშნავს სექსის /სქესის გამორიხვას/  მას აქ ამოძრავებს ზოგადქართული როგორც გაუჩინარებადი / ქრობადი წერტილი/მთელის ის ნაწილი, რომელიც არ ჩანს და რომელიც

 

დამკვირვებელმა თუ გაკვირვებულმა თვითონ/თავისი ფანტაზიით  უნდა შეავსოს.

აქ შემოდის მონტაჟის თემა: მთელს როგორც მთელს/მთლიანობაში  ვერ ხედავ/ამიტომ აუცილებელი ხდება მონტაჟი როგორც ნაჭრების ერთმანეთზე მიდება/შეწებება

დელეზი: მონტაჟი არისო მთელის განსაზღვრება (ბერგსონისეული მესამე დონეო) უწყვეტობის, ჭრისა და ცრუ უწყვეტობის საშუალებითო. მაგრამ რატომ უნდა იყოს მთელი მონტაჟის საგანი?

 

ის, ვისაც უნდა ცენტრის/შუაგულის  დანახვა ცენტრში კი არ უნდა იდგეს, არამედ ცენტრის გარეთ.  მისი პოზიცია არის ეკს-ცენტრული

კავშირ-ურთიერთობები, რომელსაც ქმნიან არა საგნები, არამედ სიუჟეტური ხატები/პეპლის ჯაჭვი.

რა რჩება „ნივთიდან“  ნივთიდან/მისი წარმოდგენის/წარმოსახვის შემდეგ?

აღწერამ ამოშალა ნივთი/ახლა აღწერაა ნივთი/მეორე ამოშლა: აღწერის როგორც ნივთის ამოშლა/ამის შემდეგ რჩება არა-ფერი  როგორც ფერის ფანტომი/ ახლა არაფერი ანდა ფანტომი   ქმნის, წერს და სხვ.

 

ექს - ცენტრული  ცენტრი, რომელიც ცენტრში არ დგას თუ მოძრავი ცენტრი?

 

ავტორის აღმოსაჩენადო, რადგანაც “მე“  ანდა ავტორი ბევრია/ ამიტომ შეკითხვაზე რომელი მე? პასუხი იქნება:  რომელიმე.

მე-ები ერთმანეთს უგზავნიან მესიჯებსო/გადასცემენ იმისდამიხედვით თუ რა ადგილს იკავებს აღმნიშვნელი/საერთო-ქართული როგორც

აღმნიშვნელი

 

ეპოზოდი III. ადგილი /ალაგი

 

  • წერა როგრც ტერიტორიის დაკავება/მისი გარდაქმნა/გარდასახვა ადგილად/ალაგად.

 

 ედგარ პოს “გაბნეულ/დაყოვნებულ  წერილში” დიუპენი იყენებს მეთოდს, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვანი რამ უსაჩინო/არაფრით გამორჩეულ ადგილას დევს.  ამ ფსიქოლანალიზურ  მოვლენას აქვს  ერთგავრი მეტაფიზიკური პროტოტიპი ჰერაკლიტეს შესახებ ამბის- ჰაიდეგერისეული განმარტების სახით: ღმერთები აქ/ამ უსაჩინო /ყოველდღეურ ალაგთან/კერიასთანაც  თან--ობენო.

რატომღაც გვგონია, რომ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი განსაკუთრებულ ადგილას /ადგილზე უნდა მყოფობდეს/განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს.

 

 

 

ეპიზოდი IV  საერთო/ქრობადი წერტილი

საერთო როგორც მთელი და ქრობადი წერტილი: 

მულიში: ღმერთი როგორც ქრობადი/გაუჩინარებადი წერტილი გახირულია ხილულსა და უხილავს შორისო.

 

სიტყვამ ისევ ლატური მოიტანა: /ლატურზე - ლაბორატორია/ლაბორატორიაზე /  მწერალი/მწერალზე- მკითხველი/მკითხველზე - კალვინო -გამახსენდა

 

 

 

სისტემა როგორც ავტორისა და  მითების სინერგიის ნაყოფი. ესეც კიდევ ერთი ინფორმაცია სისტემაზე.

 

 

 

 

საერთო არის დეკონსტრუქციის ფუნქცია ყველაფრის მიმართ, რაც არ არის საერთო ანდა თავი მოაქვს /თავს ასაღებს საერთოდ/საერთოს გამომჟღავნება  იწყება სურვილით/სურვილი არის საერთოს დეკონსტრუქცია/მისი საზრისების გამოვლენა/მაგრამ კიკნაძესთან ? საერთო ქართული/ეროვნული/ქრისტიანული - სურვილი/როცა ეს არ არის, გვაქვს გლოვის კომპლექსი

სისტემა აუჩინარებს მის ავტორს

კიკნაძის ტექსტი როგორც ქართული მითების სისტემის ოპერაციული მეხსიერება/ისევ სისტემა, ახლა სხვანაირი!

ეს ტექსტი არ ეკუთვნის კიკნაძეს, არამედ საერთოს/მგრამ საერთო რას ან ვის ეკუთვნის?  ფანტომი/აჩრდილი?

 

ხილული/უხილავი/ჩვენს ცნობიერებას არ აქვს სხვა საშუალება ამ ორს შორის საზღვრის გადასალახად თუ არა ის, რომ თავისი თავიდან, გნებავთ წიაღიდან მოუხმოს მითიურ არსებას.

გამოიხმოს მითიური არსება/  ეს არსება კი სხვა არავინ არის თუ არა მედუზა.

 

 

 

                     ეპიზოდი   V მედუზა

 

 

 მედუზა  როგორც ზედმიწევნითი ისე გადატანითი მნიშვნელობით ორაზროვანი/გაურკვეველი/ბუნდოვანი  არსია/მყოფია.  ის გორგონათაგან/ურჩხულ დათაგან  ერადერთია, რომელიც არ არის  უკვდავი, მაგრამ არც ადამიანია. ის დგას ჰადესის კარიბჭეში, ბუნდოვან ზონაში/ბინდბუნდში/ბუნდოვანების ზონაში  - სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ის განასახიერებს არავის მიწას ხილულსა და უხილავს, წესრიგსა და ქაოსს, გონებასა და შეშლილობას შორის.  მედუზა ანთროპომორფული და ჰუმანიზებული  პერიოდების მიხედვით  ეს გველქალა/ქალგველა სხვადასხვა სახით წარმოგვიდგებაო . ურჩხულია.იგი გვევლინება ხოლმე/თავს აჩენს იმ პერიოდებში, როცა ცოდნა და გონებისადმი ნდობა ეჭვის ქვეშ დგება.ილუზიის ბატონობის პერიოდებში ის წარმოგვიდგებაო  როგორც გონება, რომელიც ბუნებას იმორჩილებს. ხელოვნებაში ის გვევლინება / გამოდის როგორც მომხიბლავი/მიმზიდველი ქალი. იგი არ არის ყოველთვის ქალი, ზოგჯერ მას მამაკაცური ხასიათიც აქვს. კრისტევა ამბობს, ეს ადასტურებსო მის ორაზროვნებას.

მედუზა პერსევსმა მოკლა/მედუზას გამოსახულებამ, რომელიც მის ფარზე აირეკლა პარალიზება უყო/უმოძრაო ჰყო ის/დაადამბლავა  /  /დამბლა დასცა მას/ ამას კრისტევა წერს

 ზურაბ კიკნაძე,  აგებს იმ საშუალებებით, რომელსაც მას ექსპედიციის მასალები აწვდის

იგი მიყვება იმ ნიშნებს, რომლებსაც ენა იძლევა

 

ისევ ხედვა/ ედგარ პო ლაკანისებურად. -ეპიზოდიVI

 

 

ხედვა : თუალთ ღება/სახედველი/გარდმოღებული

თუალთღება/მუცლადღებასავითაა-ორსული თვალი, რომელიც სადაცაა იმშობიარებს(და შობს სიტემას?)

სხვაგვარი ინტერსუბიექტურობა:

C'est l'intersubjectivité où les deux actions se motivent que nous voulons relever, et les trois termes dont elle les structure.

 

Ce regard en suppose deux autres qu'il rassemble en une vue de

l'ouverture laissée dans leur fallacieuse complémentarité, pour y

anticiper sur la rapine offerte en ce découvert. Donc trois temps,

ordonnant trois regards, supportés par trois sujets, à chaque fois

incarnés par des personnes différentes.

პირველი  ეს არის ის მზერა, რომელიც ვერაფერს ვერ ხედავს: მეფე და პოლიცია.

მეორე ესაა ის მზერა, რომელიც ხედავს იმას, რომ პირველი ვერაფერს ვერ ხედავს და რომელსაც თავგზას ურევს ის საიდუმლო, რომელსაც ის მალავს: დედოფალი და შემდეგ მინისტრი.

მესამე ხედავს იმას, რომ პირველი ორი მზერა ხედავს იმას, რაც დაფარული უნდა იყოს და  სააშკარაოზე გამოაქვს/გარე გამოაქვს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის/ასაჯაროებს  .

საე-ერთ-ო და  ცნობიერების ერთიანობის პრობლემა/კიკნაძე ცდილობს ყველაფერი ცხადი გახადოს/დაიყვანოს  ის.

არაცნობიერი არის სხვისი დისკურსიო

ის  სხვა, რომელიც ექსპედიციიდან  ჩამოჰყვა კიკნაძეს მართავს ფარულად დისკურსს იმ სისტემაში, რომელსაც ზურაბ კიკნაძე აგებს

       

 

  ეპიზოდი VII მონტაჟი

 

 

 

 

 

მონტაჟი წინდაწინ იგულისხმებაო/ ე.ი. მთელი წინასწარააო ნაგულისხმევი/ მოძრაობის გამოსახულება/მოძრავი გამოსახულება იშვიათად უკავშირდებაო მოძრავ კამერას/არამედ  დადგენილი,

განსაზღვრული  კადრების თანამიმდევრობა წინასწარ გულისხმობსო მონტაჟს/

ეს მითები რეალურ/მიმდინარე ცხოვრებაშია შეტანილი/ჩართული/ჩაკერებული - ისიც მონტაჟის შედეგია

როგორ გამოიყურება ეს საერთო/მთელი/როგორი შესახედაობა აქვს  მას

 

 

 

 

დასასრულს რაღაც იცვლება. მაგრამ ეს მთელი, არ  იცვლება, ეს დრო ანდა ხანგრძლივობა, მხოლოდ გვეჩვენება, რომ უშვებს გაგების შესაძლებლობას/შეიძლება მისი არაპირდაპირი/შემოვლითი გზით გაგება/ არაპირდაპირი გაგება: იმ მოძრავი გამოსახულებების საშუალებით, რომლებიც მას გამოხატავენ. მონტაჟი არის ოპერაცია, რომელიც ხორცილედება მოძრავ გამოსახულებებზე ანდა მოძრაობის გამოსახულებებზე, რათა მათგან მთელი- დროის ხატი/გამოსახულება გამოიყვანოს. ეს მთელი კიკნაძესთან არის ის, რასაც თვითონ საერთოს უწოდებს/

სისტემა კიკნაძესთან არის გამოცდილებების დალაგება საერთოს /საერთო ქართულის პოზიციიდან

 

 

   ეპიზოდი VII  მეორე და გამეორება

 

 

გამეორება: კიკნაძე იმეორებს  სწორფრობის  ეპიზოდს/გა-მეორე-ბა /ის, რაც მეორდება/მე-ორ-ე  ეკუთვნის არა კიკნაძეს, არამედ - მეორეს/სხვას. გამეორება არის გამოსახულების გასწორება საერთოს პოზიციიდან/სა-ერთ-ოს სადამკვირვებლო პუნქტიდან. მაგრამ საერთო რა არის? არის არც  არის საერთო ჩრდილი თუ აჩრდილი.

 

ზურაბ კიკნაძე იკვლევს ჩვენს ცნობიერებას/ჩვენის-გან ეს ცნობიერება შინაარსით კი არ განსხვავდება, არამედ  მისი ორგანიზების ფორმით /მოდელით/მოდელირების პროცესში ჩვენც ვღებულობთ მონაწილეობას  ზოგი როგორც ზედაპირული დამკვირვებელი ზოგი როგორც ახლორე დამცქერი.

 

კიკნაძესთან ისე როგორც ბურდიოსთან  „ბნელი“ ელემენტები გაუშუქებელი ელემენტები/არაგანთლებული ელემენტები შეტანილია განათებულ/გაწმენდილ ნაწერში

ჰაბიტუსი ანდა საერთო  არ იცვლება/

ჰაბიტუსის ხსენებაზე ბურდიო მახსენდება

 

 

ბურდიოს აინტერესებსო პრაქტიკების წარმომავლობა/რას ქმნის ისინიო/ფუკოს - რა ქმნის მათო

ბურდიოსთანო: მოძრაობა იწყება  კონსტრუირებული მოდელიდან(სტრუქტურა)მოჩვენებთი რეალობისკენ(ჰაბიტუსი)  და ამ უკანასკნელიდან დაკვირვებადი ფაქტების ინტერპრეტაციებისკენ(სტრატეგიები და კავშირები).

 

როგორ წარმოადგენს კიკნაძე დაკვირვების საგანს

დამკვირვებელი/მწერალი/განმმარტებელი/წარმომდგენი/შემ-სრულ-ებელი

ბურდიო : საზოგადოება /თემი, რომელიც აშკარად არის კოდიფიცირებული მაგიურ თუ კვაზი-იურიდიულ ფორმალიზმში უპირისპირდება კერძოს, რომელიც იმპლიციტურად/მალულადაც გიებს. მაგ.: /ოფიციალური კლანი/არაოფიციალური კლანი

 

ეს ტაქტიკები ანალიზს ექვემდებარება  სხვა საზოგადოებების საშუალებით კაბალიასა და ბეარნის საშუალებით ბურდიოსთან/ეს ტაქტიკები ჩვენ გვიბრუნდებიან შორიდან თითქოსდა აუცილებელი იყოს სხვა ადგილები, /ეს პრაქტიკები/ტაქტიკები ჩვენს  ცნობიერებაშია, მაგრამ იმისთვის, რომ გამოჩნდნენ/გამოაჩინოს კიკნაძე მიდის მთაში/თუ არადა ეს ჯადოსნური - ჯადოსნური ეკრანის სახით გამასმედიაებული ისე როგორც წინასწარმეტყველება ვარსკვლავებზე - რათა ისინი გამოჩნდნენ/ესენი არიანო  დასავლური რაციონალობის ფორმის მიერ მარგინალიზებული ტაქტიკებიო /ამ რეგიონებმა უკან დაგვიბრუნესო ის, რაც ჩვენმა კულტურამ შექმნა

ჩვენ უნდა წავიდეთ ექსპედიციაში /კიკნაძის შემთხვევაში -  მთაში ანდა ჩვენს ცნობიერებაში/ იმის აღმოსაჩენად, რაც აღარ არის საცნაური/აღარ ჩანს  დღეს. საამისოდ კიკნაძემ უნდა შეაღწიოს თემის ცნობიერებაში/მოგზაურობა ცნობერებიდან ცნობიერებაში.

 

ეპიზოდი   VIII /ექსპედიცია  და მწერალი

 

ცხოველმყოფლობაში/ფუნქციურ მოქმედებაში ვმონაწილეობო

ლაკანი ამბობს  პოლ ვალერი  განიხილავსო სიმბოლოს როგორც  პოლიმპსეტს და ცდილობს გაიგოსო აღმნიშვნელის მიერ შექმნილი  მთელი, რომელშიც იღვრება მნიშვნელობები და ქრებაო/იკარგებაო მასში. ავტორს ესაჭიროებაო მკვდარი ასოების/ასონიშნების სააგენტო „სულის“ ანდა აჩრდილის გადასარჩენადო

 

კიკნაძეს აქვს პრეტენზია, რომ არის იმ პრაქტიკის მონაწილე, რომლის აღწერასაც ის ცდილობს/ ეს მას უცნაური ვითარების წინაშე აყენებს: მისი დებულებები ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ობიექტური თუ ჭეშმარიტი, როცა ის - ზურაბ კიკნაძე მასში არ მონაწილეობს/მაგრამ თუ ის მასში მონაწილეობს, მაშინ: დებულება თუ დაკვირვება მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა მცდარია და მაშინ არის მცდარი, როცა ჭეშმარიტია/  ამას გადაუწყვეტლობა ქვია.

მაგ. ის ამბობს, რომ ეს პრაქტიკა არის მეორეული პაგანიზმი, მაგრამ თუ ის მასში მონაწილეობს, მაშინ ის პაგანიზმში მონაწილეობს, რაც აბსურდია მთელის ანდა საერთო ქართულის პოზიციიდან,  რომლის სახელითაც ზურაბ კიკნაძე ლაპარაკობს/ვისიმე/შესაძლებელიაო  თუ  არარისიმე სახელით ლაპარაკი/მაშინ როცა წარმომადგენლობითობა კრიზისს განიცდისო

თუ არადა ის ამ პრაქტიკაში არ მონაწილეობს და შესაბამისად მისი დებულებები არ არის ობიექტური, რადგანაც არ არის მის მიერ შემოწმებული /არ აქვს ამის შესაძლებლობა რაკი ამ პრაქტიკაში არ მონაწილეობს

რატომ? იმიტომ, რომ კიკნაძე არ არის პაგანისტი, რადგანაც ის  საერთო, რომელსაც ის ემსახურება არ არის პაგანური/მაგ. ის თუ რა არის სწორფრობა, საერთო პრაქტიკაში,  სწორფრობის პრაქტიკაში იქსოვება/მას აქვს თავისი სტრატეგია და თავისი ტაქტიკა.

ვინ არის ცნობიერებაში ის, ვინ ყველაფერს ამჩნევს? იქნებ ის სხვა, რომელიც მას ექსპედიციიდან მალულად ჩამოჰყვა. მაგრამ ლევინასი/ჰუსერლი ხომ ამბობდნენ ცნოიერებაში ვერავნ და ვერაფი  შეაღწევს თუ თავისი ვინაობა თურაობა არ დაასახელაო/ცნობიერებაში კონტრაბანდის  სახთ ვერაფერს შევიტანთო.

 

ეპიზოდი IX კიკნაძე და კინო/ჰიჩკოკი

 

კიკნაძე /ჰიჩკოკი: ზურაბ კიკნაძე როგორც დამკვირვებელი შედის იმაში, რასაც აღწერს და  ყველაფერს აკეთებს, რათა იმაში დაგვაჯეროს რაც ხდება სწორედ ასე ხდებაო./ის როგორც სისტემის რეჟისორი იჭვრიტება ყველაფრში რაშიც კი შეჭვრეტა შეიძლება/რომ ეს არ არის წარმოსახვითი/ჩვენ ვლაპარაკობთ ტექსტზე და არა იმაზე, რის შესახებაც ეს ტექსტი არის.

ავტორმა თავისი თავი უნდა აღმოაჩინოს/მას გადაუწყვეტლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ წერს იმას რისი დაწერაც სურს/ არავინ არ უკრძალავს/ უბრალოდ მრავალი შესაძლებლიდან მხოლოდ ერთს ირჩევს/ერთი დაკვირვებით კითხვა არის შეუძლებელი იმიტომ, რომ მწერალი ერთს გულისხმობს მკითხველი სრულიად სხვა რამეს კითხულობს/ ამიტომ მკითხველი სიმნამდვილეში კი არ კითხულობს, არამედ წერს

 მინდოდა მეთქვა ზურაბ კიკნაძეს ქართული მითოლოგიის კითხვას ვიწყებ-მეთქი ანდა  ამასწინათ  ზურაბ კიკნაძის ქართული მითოლოგია წავიკითხე-მეთქი, მაგრამ გამოდის, რომ უნდა ვთქვა: ზურაბ კიკნაძის ქართული მითოლოგიის წერას ვიწყებ

მე მაინტერესებს ის ადგილები, სადაც ავტორი როგორც პერსონაჟი/მოქმედი პირი შემოდის

 

არაადგილი მარტო ვაგზალი და ა.შ. არ არისო, ოჟემ, ის სახლში/შინ შემოვიდაო მედიის/ტელევიზორის სახით, რომელმაც კერია ჩაანაცვლაო.

ჩვენი როგორც მკითხველის ძალისხმევა რამენაირად ჩვაწვდეთ ამ წიგნის ჩვენი საშუალებებით/თუ ვერ ჩავწვდი, მაშინ მე ვყოფილვარ არამკითხველი/რა განსხვავებაა მაშინ ჩემსა და კალვინოს არამკითხველს შორის ანდა კალვინოს მკითხველსა და არამკითხველს შორის/ წაკითხვის შეუძლებლობა, არწაკითხვის შესაძლებლობაა? თუ ესეც შეუძლებელია

 

 

ეპიზოდი 10. წარმოსახვითი მდგომარეობა

 

 

წარმოსახვითი მდგომარეობა წარმოსახვითი რიცხვის მსგავსადო /ეს არის მდგომარეობა არა სივრცეში, არამედ დროშიო /მაგრამ ისე რომ ჩვენ არ ვტოვებთ სივრცეს, რომელშიც ვიმყოფებითო/დროის უპირატესობა კანტთან.

 

 

ეპოზოდი 10/გარეშე პირთა შესვლა  აკძალულია

 

 

 

ხატის პატიმარიო-კიკნაძე/ხატს ვყავართ დატყვევებულიო-ვიტგენშტეინი/გაიტანეთო ენიდან ეს ხატები/გამოსახულებები

 

Sacratio -ს მე განვიხილავო როგორც ავტონომიურ ფიგურას და შევეცდები  ფარდა ავხადოო პოლიტიკურ სტრუქტურას, რომელიც საკრალურსა და პროფანულს შორის განსხვავების წინარეზონაა.

საკრალურის ამბივალენტურობაო/ ჯერ ეს უნდა ავხსნათო

არსებობსო მე19  საუკუნესა და 20 პირველ ათწლეულში შემუშავებული მეცნიერული მითოლოგემა- საკრალურის ამბივალენტურობის თეორია ჩამოყალიბდა ვიქტორიანულ ანთროპოლოგიაში და ამის შემდეგ გადავიდა ფრანგულ სოციოლოგიაში

 

„საშინელი სიწმინდეო“,  - კულტურული ევროპელი, რომელიც აღშფოთება რელიგიური ფაქტის ქრობის წინაშე.

თეოლოგიამ, რომელმაც გამოცხადებული სიტყვა შეუერთა ფილოსოფიას, რომელსაც ჭკუა ეკეტებოდა ემოციაზე/შეიქმნა ნეოლოგიზმი: „numinous”ზეგრძნობადი/იდუმალი/ღვთაებრივი/ლათინურიად ნიშნავს „სულიერ ძალას“. რატომ წერენ ამდენს ლაბორატორიის წევრები(ლატური)? იმიტომ რომ დაარწმუნონ თავიანთი თავი და სხვები, რომ მათი წინადადებები/დებულებები მიღებულ იქნენ როგორც ფაქტები.

დარწმუნება/დარწმუნება/დარწმუნება...

ჩვენი ანთროპოლოგიური  დამკვირვებელი უძლებს ცდუნებას, რომ  იქნეს დარწმუნებული/ის ხატავს ლაბორატორიას  როგორც ლიტერატურული  ჩანაწერების საშუალებით დარწმუნების ორგანიზაციას,

„ჩვენს“ დამკვირვებელს არ უნდა, რომ  დაყვეს ცდუნებას და ერწმუნოს ლაბორატორიის წევრებს/შინაურებს როგორც გარეშე/მაგრამ მეორე მხრივ, მას უნდა დაგვარწმუნოს ჩვენ. გაფრთხილება:

გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია! გარეშე...აკრძალვა ... ეს ა-კრძალვაა თუ კრძალვა

შენიშვნები:

დამკვირვებელი არის წარმოსახვითი

წერილი/მწერლობა/დამწერლობა/ნაწერი /დერიდა: ყველა კვალი/ყველა ლაქა, წერტილი/ისტორიოგრამა/ციფრები/სპექტრები/პიკი...

მარკ ოჟე: ეთნოლოგი სადაც უნდა იმყოფებოდეს ყველგან აქ არის/აქ  და ახლა სადაც ისმენს, ხედავს და აკვირდება /ეთნოლოგი გულისხმობს, რომ არსებობს   მისი აწინდელი მოღვაწეობის პირდაპირი მოწმე. ?თეორიული ანთროპოლოგი ემყარება ეთნოლოგის დაკვირვებებს/ის რაც შორს არის პირდაპირი დაკვირვებისგან არ აინტერესებს ანთროპოლოგიას

ეთნოლოგი არის როგორც ნარაციის ისე ნარატორის თანამედროვე/ისტორია არ აინტერესებს მას ანდა აინტერესებს მხოლოდ ზეპირსიტყვაობა/ზეპირი გადმოცემები

„აქ“- რა არის აქ? დასავლური აქ ყველაზე შორეულია: ადრე კოლონიური ახლა განვითარებადი/ევროპა და დანარჩენი მსოფლიო/ფეხბურთის მსგავსადო: ინგლისი და დანარჩენი მსოფლიოო/ კიკნაძესთან ზოგად-ქართული როგორც „აქ“ /კიკნაძე ლაპარაკობს ზოგად-ქართულის პოზიციიდან: გაუჩინარებადი/ ქრობადი  წერტილი

ეთნოლოგი იყენებს სიტყვებს “კვალი” და “მაჩვენებელი”

წარმომადგელობითობა:

განზოგადება და ახლა/მაგ. ქალაქის ერთ ნაწილზე დაკვირვება და მისი განზოგადება მეორე ნაწილზე/იმიტომ, რომ  ქალაქს აქვს ორი მხარე: ხილული და უხილავი

ანთროპოლოგის ობიექტი არის „სხვა“ რადგანაც ის ასხვავებს თავის თავს სხვა ობიექტებისგან

ჩვენ : ევროპელებიო და სხვები/ისინი/მაგრამ კიკნაძესთან ერთიც ჩვენაა და მეორეც /თუმცა ესაა სხვისი კვლევა მისი რეპრეზენტაციის საშუალებით

ჩვენ განვიცდითო აუცილებლობას გავასაზრისიანოთო არა ჩვენი დაბა თუ ქალაქი, არამედ - ჩვენი აწმყო - მდგომარეობა, რომელსაც ვუწოდებთ „სუპერმოდერნს“ და რომლის მთავარი მახასიათებელი არისო : სიჭარბე/სიუხვე /ზედმეტობა /ჭარბი სივრცე და ზეჭარბი დრო გვაქვსო

პლანეტა შეიკუმშა, მაგრამ სივრცე გაფართოვდა უფრო ინტენსიური გახდაო/სიცოცხლის ხანგრძლივობა ოთხ თაობამდე გაიზარდაო/ტელე/ინტერნეტ/გამოსახულებები/გამოსახულებები ეკრანზე /რა შეიძლებაო იყოს უფრო ინფორმაციული ვიდრე ამერიკული ტელესერიალი? ტეხასის, მოსკოვის, არაბეთის უდაბნოს პეიზაჟები/ტურ დე ფრანსის კადრები/ჩვენ მათ  პერსონულად არ ვიცნობთ, მაგრამ ვცნობთო/ეს სატყუარაა/მახეა/ეს დიდწილად ცვლისო უნივერსუმს, რომელსაც ეთნოლოგები თავისად თვლიანო/ეს ფიქციური/ მოჩვენებეითი უნივერსუმიაო/ამ უნივესუმში/ სიმბოლურში ყველაფერი  ნიშანიაო/ტოტალობა ფიქტიური, მაგრამ ეფექტურია/სიმბოლური უნივერსუმთა თვისება/თავისებურება ისაა, რომ ისინი აღიარების საშუალებებია ვიდრე ცოდნა/კოლექტივები, რომელთა კოდის გასაღების ერთნი ფლობენ, მაგრამ მას ყველა აღიარებს/აქ ერთმანეთს ხვდება/შეეყრება ეთნოგრაფის და იმათი  ფანტაზია , ვისაც ის სწავლობს

ერთი გამორჩეული თვისება სუპერმოდერნულობისა არის არა-სივრცეების მომრავლება, რომელიც უპირისპირდება სივრცის სოციოლოგიურ ცნებას, რომელსაც მოსი და სხვა ეთნოლოგები  განმარტავენ როგორც  დროსა და სივრცეში  ლოკალიზებულ კულტურას/საქონლისა და ადამიანების გადაყვანა-გადაზიდვა ამ მასშტაბით მოითხოვს ჩქაროსნულ გზებს/ტრანსპორტის საშუალებებს, რომლებიც თვითონ არიან არა-ადგილები. იზრდება კონსერვატიული გულისწყრომა: მიწა და ფესვებიო

გამოცდილება: ხედვის დეცენტრირება

შემდეგი თვისება  ეგო  არისო.

 

ეპიზოდი 12:      გამონაგონი

 

 

საზრისის ინდივიდუალური წარმოება ახლა უფრო აუცილებელია/

ეთნოლოგს და მკვიდრ მოსახლეობასო ერთი სივრცე უკავიაო ესააო invenire გამოგონილიო : ის აღმოაჩინეს იმათ, ვინც მასზე უფლებას აცხადებს ჩვენიაო/ არ არის აუცილებელი, რომ სოციალური დემარკაცია იყოსო ორიგინალური/ამის მიზეზი შეიძლება იყოს მიგრაცია/ახალი მოსახლეობის მოსვლა/ინდუსტრიული კულტურის გავრცელება

რეალობა დევსო ამ ორმაგი გამოგონების ძირში/ეს მიწა დაუსახლებელი იყოო და ა.შ. კვებავსო ილუზიას

აბორიგენული/მკვიდრი ფანტაზია : ეს ჩაკეტილი სამყარო ოდითგანვე იქნა დაფუძნებულიო: მიწა/ტყე/სამკურნალო მცენარეები ოდითგანვე ცნობილიაო/ყველა მკვიდრი ამას აღიარებს და თავის თავს სცნობს მასში/მთავარია არა ცოდნა, არამედ  ყოფნა/ to be

სამი ღირებულებაო: მარკირებული/მონიშნული, არამარკირებული/მოუნიშნავი და წარმოსახვითიო/წარმოსახვითი ღირებულებით განსხვავების გზა/გაფართოება ნიშნავს ლოგიკაში თვით-რეფერენციის პარადოქსის გადაწყვეტას/წარმოსახვით ხდება გადატანა და განგრძობა ან გამჭვირვალე სივრცეში ანდა შეწოვა ბუნდოვანი სივრცის მიერ. სიბრტყეზე/ში/ წრე /ზედაპირის ქვეშ გვირაბის გაყვანა, რათა მოხდეს ერთი მხარიდან მეორისკენ ისე გადასვლა, რომ საზღვარი არ დაირღვეს/არ გადაიკვეთოს/ამას სჭირდება დრო /წარმოსახვითი მდგომარეობა არის ღირებულების ცვლილება დროის ღერძზე/ეს არ არის არც მონიშნული მდგომარეობა/ არც მოუნიშნავი, არამედ ესაა დროითი მოძრაობის წარმოსახვითი ღირებულება/ისე როგორც ჩივერის მოცურავე-ში

 სივრცე თანაიქმნება/არ არის ისე რომ სივრცე წინასწარ გიებდეს/ ასე წარმოდგება პირველი სივრცეც: შორს/ახლოს/წინ/უკან /ასევეა პირველ დრო : ის სხვა არაფერია თუ არა რხევა/რწევა ორ მდგომარეობას შორის, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს  ხანგრძლივობა/რხევა აღიწერება როგორც ღირებულების ცვლილების პროცესი/ვთქვათ  მონიშნული მდგომარეობაა /იგი შლის თავის თავს თავის თავში და მისგან გარეთ გამოვა მოუნიშნავი მდგომარეობა/ საკმარისია ეს “გადალახვა“ ერთხელ მოხდეს, რომ მერე ყველაფერი ავტომატურად ხდებოდეს/ეს პროცესი არ არის განფენილი დროში/არამედ არის ერთდროული:  თუ ის არის, მაშინ არ არის და თუ არ არის, მაშინ არის.

 

ჰეგელმა აღმოაჩინაო, რომ ენაში გერეგნულობა შინაგანია და შინაგანობა გარეგნულიო იხ. Phanomenologie des Geistes, pp. 527-29). ენა არის ერთადერთი სუვერენი, რომელშიც ის მუდმივად აცხადებს რომ მის გარეშე არა გიებს რა და ენა გადის თავისი თავიდან. ჰომო საკერ  მეტყველება/თქმა ნიშნავს „წესის თქმას“.

 

narrative image/სიუჟეტურ-თემატური გამოსახულება

homo sacer ადამიანური მოქმედების ზღვრული/საზღვრითი სფერო, რომელსაც ქმნისო  გამონაკლისი.  ეს არის სუვერენული/სუვერენის გადაწყვეტილების სფერო .

ეპიზოდი 13 ელემენტალური ნაწილაკები

ელემენტალური ნაწილაკები ისე იქცევიან თითქოსდა გონიერ დამკვირვებელს პასუხობდენენო/სუბატომური ნაწილაკი ურთიერთქმედებაში შედისო დამკვივებელთან

 

წარმოსახვა დაუძლეველი ბუნდოვანებაა/ენა და ცნობიერება ზურაბ კიკნაძესთან

მოსემ უარყო ოქროს ხბო/კერპი იმიტომ, რომ კერპს /გამოსახულებას შეუძლია დაატყვევოს მაყურებელი და მოიპაროსო მისი სული/მას სული წაჰგვაროს.

უნივერსუმის ვიზუალიზება შეუძლებელია, რადგან მის გარეთ არაფერი არ არსებობს

ცარიელ სივრცეში აკვირდებიან თუ როგორ ხდება  ნაწილაკების მატერიალიზება და მერე მათი გაუჩინარება/კვანტური მექანიკის ფლუქტუაციები/საკმარისი დრო რომ იყოს   აუარება ნაწილაკი და  უნივერსუმი გამოჩნდებოდაო/ ფლუქტუაცია: რწევა/ლივლივი

წმინდა-არაწმინდა/წმინდა გადადის არაწმინდაში/გადაუწყეტელი/გადაუწყეტლობა/გიოდელი: არსებობენო წინადადებები, რომლებიც არც ჭეშმარიტაია  და არც მცდარიო

რეფლექსური შემობრუნებით, /აზრის/მზერის  თავის თავში  როცა საქმე თვით ჩვენ გვეხება და არა თუშებს/ხევსურებს...როცა საქმე კიკნაძეს ეხება

ხმასაწიერი/აქ ერთი პატარა აუდიო  კლიპი  უნდა იყოს წიგნში/წიგნში ჩართული/ შეტანილი

არ არსებობსო მეტაენა, რომელიც ჭეშმარიტებას იტყოდა; -

მეტა თეორია/მეტა ხედვა/ ზეშთა ხედვა/რომელიც ყველა ხედვას დაინახავდა ... გიებს?

ერთი შეხედვით/ახალბედასთვის მოჩვენებითიაო ეს მოწესრიგება, რაც ლაბორატორიაშიაო

ლაბორატორიაა თუ ორაკულის სამისნო, სადაც ვირთხის შიგნეულზე წინასწარმეტყველებენ

ძაღლი  ლაბორატორიაში: თითქოსდა ყველანი ძაღლივით გაყურსულა/ყურებდაცქვეტილი/თითქოსდა ნადირის სუნი იკრესო

დამკვირვებელი როგორც გამოგონილი პერსონჟი/ახალბედა შეუძლებელია  კულტურალური მსგავსების გამოო/რომ შევდივართ ლაბორატორიაში რაღაცეებს რაღაცეებს ვამსგავსებთო/  დამკვირვებელი: მოსაშუალე ადგილი უჭირავს ახალბედასა და ლაბორატორიის თანამშრომელს შორისო

 

 

 

 

 

ლინგვისტური ნიშანი აერთიანებს არა ნივთს/ საგანსა და სახელს, არამედ ცნებას/კონცეპტსა და ხმა-გამოსახულებას/აკუსტიკურ ხატს. ეს უკანასკნელი არ არის მატერიალური ბგერა/ჟღერა, არა ფიზიკური ნივთი,

ეპიზოდი 24 აკუსტიკური  რეჟიმი

 

 

არამედ ხმის ფსიქოლოგიური/სულიერი ანაბეჭდი , შთაბეჭდილება, რომელსაც ის ტოვებს ჩვენს გრძნობებზე. ხმის ხატი სენსორულია ხმის გამოსახულება + საგნის ცნება = ლინგვისტური ნიშანი

 ენა როგორც ბგერასთან/ხმასთან შეწყვილებული/შეუღლებული ორგანიზებული აზრიო

ფსიქოლოგიურად ჩვენი აზროვნება სიტყვების საშუალებით მისი გამოხატვის გარეშე მხოლოდ უსახური და განურჩეველი მასაა/ნიშნების გარეშე ჩვენ ცხადად ვერ განვასხვავებდით ერთმანეთისგან ორ იდეას/მკვეთრად ვერ გავმიჯნავდით ერთმანეთისგან.

უცნაური სახელები ანდრეზი/კვრივი

ერთიანი სისტემაო

სისტემა, რომელიც არ ჩანს ანდა რომელიც უჩინარდება დაჟინებული მზერით /სისტემა სად არის? არსად  არ არის თუ ამ არსად-ში/არასად-ში არის? არის თუ გიებს როგორც ზურაბ კიკნაძე, ალბათ, იტყოდა

ტექსტმა თვითონ აღიბეჭდაო უტყუარობის ნიშანი და საკრალური სიმძიმით დაიტვირთაო

 ტექსტი, რომელსაც აქვს უტყუარობის ნიშანი და საკრალურობის სიმძიმე

როგორ შეიძინა მან ეს ნიშნები?  მას დაეკისრა რჯულის დამფუძნებელი ფუნქციაო

 

ეპიზოდი 14 ჩენა, გაუჩინარება

 

ვინ დააკისრა? არ ჩანს/ენამ ხომ არა?. მაგრამ რომ არ ჩანს სწორედ ამით ჩანს/რაღაც ჩანს იმით, რომ ჩანს და რაღაც ჩანს იმით, არ ჩანს/რითი განსხვავდება ეს ორი ჩენა ერთმანეთისგან?განსხვავდება კი?

ნამდვიალად მომხდარი/ჯვარჩენა როგორც პირველჩენა

ეს ამბები ნამდვილად არის მომხდარი, რაკი მათ რჯული დააფუძნესო

ნამდვილად მომხდარი კი არ არის, არამედ ნამდვილად მომხდარ ამბად აღიქმებაო ტრადიციული საზოგადოების ცნობიერებაში

ნამდვილად მომხდარი და ნამდვილად მომხდარ ამბად აღქმული სხვადასხვა რამაა

რა არის აქ „ნამდვილი“ ? მეტაფორა? რისგან იმიჯნავს აქ თავს  „ნამდვილი“/ არანამდვილისგან? რაში ჭირდება მას ეს სტატუსი?  მკითხველის დასარწმუნებლად?

რა არის ამის „ნამდვილი“ მოტივი?

 

კიკნაძის მიზანია ანდრეზის სფეროში შესვლა/მაგრამ ამისთვის აუცილებელი არ არის ამ სფეროს ცოდნა/ცოდნის ნაცვლად საკმარისია, რომ ის აღიარო და სცნო. მაგრამ ეს არ არის ნივთების ცოდნა, არამედ ეს  გამოსახულებების ცოდნაა/გამოსახულებებში თვითგარკვევაა/უფრო მეტიც, ზურაბ კიკნაძესთან ეს ენერგიებია/ძალებია

სკოპური რეჟიმი სწორფრობის ეპიზოდში: თვალი/პრივილიგირებული ზე-თვალი, რომელიც ხედავს ყველაფერს

ის არის საერთოს/მთელის თვალი თუ  მთელი /საერთო თვითონ არის თვალი

 

 

ეს ტექსტი აშიშვლებს ჩვენი ცნობიერების სტრუქტურას/ის აღიქმება როგორც ექსპედიცია ცნობიერებაში

ცნობიერების ფენომენოლოგია

მთელი ერის სახელით ქმნისო /სახელით/მთელი ერი როგორც საერთო

 ანდრეზული/მითოლოგიური გადმოცემის კვალი/ტვიფარი როგორც ცნობიერების სიმბოლური შრე

ზურაბ კიკნაძეს სურს ამ ანდრეზული პრაქტიკის შიგნით შევიდეს/მისი მონაწილე გახდეს/თუ უცხო დარჩი ამ საზოგადოებისთვის,  ის არ მიგიღებს ამიტომ გარედამკვირვებელმა ყველაფერი ინდა გააკეთოს იმისთვის, რომ შიგნით შევიდეს/პირველ რიგში ის უნდა მიემსგავსოს ამ საზოგადოების წევრს/უნდა გარდაისახოს/ მისი მსგავსი გახდეს/მაგრამ ეს ამავდროულად შიცავს საკუთარი იდენტობის დაკარგვის რისკს/მეორე მხრივ თუ შენ ამ პრაქტიკაში შეხვედი/მისი ნამდვილობა აღიარე ანდა შინაგანი დამკვირვებელი გახდი, გარეგანი დამკვირვებელი, რომელსაც შენ გინდა, რომ ყოველივე ეს წარუდგინო, აჩვენო, ამის ნამდვილობაში დაარწმუნო, აღარ გენდობა იმიტომ, რომ შენ უკვე როგორც ამ პრაქტიკის შინაგანი დამკვირვებელი მისთვის უცხო ხარ/ეს სფერო რთული და პარადოქსებითაა სავსე იმიტომ რომ ეს ცნობიერებაა. ცნობიერებააო - მაგრამ რა არის ამით ნათქვამი? არაფერი! არაფერი?

გარეგანი შინაგანად როგორ უნდა იქცეს/უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ შორის არის რაღაც შორისი/რაღაც შუალედი/არავისი ადგილი/საზღვარი, რომელიც უნდა გადალახოს მან, ვისაც გარედან შიგნით შესვლა და მერე შიგნიდან გარეთ გამოსვლა სურს/მთელი პრობლემა ამ საზღვრსა და მის გადალახვაშია/თუ დალახვაში?გადალახვით დალახვაა თუ დალახვით გადალახვა?

 

ეპიზოდი 15-საყმოს შეგნება/ცნობიერება

 

 

საყმოც ცნობიერების სტრუქტურაა /საყმოს საერთო მეხსიერება

გარდა ამისა ლაპარაკია  „ნიადაგის მახსოვრობაზე“/ /იმაზე, რომ ხსოვნა შენახულია  რელიეფში/ მთების/გორაკის მოხაზულობაში/მაგრამ  შენახულია არა რელიეფზე, არამედ  რელიეფის ანაბეჭდზე  საყმოს თუ საყმოს წევრის ცნობიერებაში/რელიეფი როგორც გამოსახულება/მოხაზულობა/გამოსახულებებით დატყვევებული/მოხიბლული ცნობიერება

ვინ აკვირდება?

აბსტრაქტული დამკვირვებელი-პირსი/ჰიპოთეტური დამკვირვებელი?  როგორი დაკვირვებით აკვრება ზედაოირულით თუ აზლორე დაცქერით?

 

   ეპიზოდი 16/ ხატები/გამოსახულებები

ისევ აკუსტიკური რეჟიმი

 

 

  ხატი გვატყვევებსო/თავს ვერ ვაღწევთო მას/ენა თითქოს ულმობლად იმეორებსო თავის თავს მასში: გავიტანოთო სარკის მეტაფორა ენიდან/ენას მოვაცილოთო სარკის მეტაფორა. იკონოფობია?  ეჭვი საერთოდ ლინგვისტური ფილოსოფიის  ვიზუალური ინტერპრეზენტაციის შესაძლებლობაში.  სახეები/ხატები  დისკომფორტს უქმნისო ინტელექტუალურ კვლევას/ხატის სტატუსი  „პარადიგმაა“ თუ  „ანომალია“. ახლა ის არის მთავარი თემა ადმიანის შესახებ მეცნიერებებში როგორც გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც თვითონ ჩამოყალიბდა მეცნიერებად: „იკონოლოგიად“/“სანახაობის ეპოქა“/“ზედამხედველობის ეპოქა“  და ყველაფრის გამჭოლი ხატქმნა, მაგრამ? ჩვენ ისევ არ ვიცით  ზუსტად თუ  რა არის ხატები/რა მიმართება აქვთ მათ ენასთან/რა მოვუხერხოთ მათ. (15

მეტახატები არიან ხატები, რომლებიც თავს აჩენენ , რათა თავისი თავის შესახებ ცოდნა მოიპოვონ: ისინი დგამენ თვითცნობიერების გამოსახულებას 46

საერთო კიკნაძესთან ალბათ არის ჰიპერხატი, რომლის დანიშნულებაა ის, რომ ახსნას  სხვა ხატები.  ის ერთგვარი უცვლელი ცვალებადობაა, რომელიც ერთ ადგილას მხოლოდ იმიტომ ქრება, იმიტომ უჩინარდება,     რათა სხვა ადგილას კვლავ გაჩნდეს თუ გამოჩნდეს

პატარა ზარი, საყმოს მომხმობი ერთ შესაკრებელში, თავისი ხმის ბგერით მოუხაზავსო საყმოს მის ტერიტორიას/წერა როგორც ტერიტორიების  დაპყრობა/ზურაბ ერისთავი და ზურაბ კიკნაძე

ცნობიერების კიკნაძისეული მოდელი:  ერთი ცენტრი/შეიძლება რაღაც დეცენტრირებული ცენტრის მსგავსი/  დეცენტრირებული: ეს შეიძლება იყოს კიკნაძისეული დისიდენტობის/სხვაგვარად აზროვნების საფუძველი

ტერიტორია/ადგილი/პირველ რიგში, ცნობიერების რეგიონებია/მხარეებია

წმინდა,  არაწმინდა და მათ შორის საზღვარი როგორც სამწევრა მენტალური ფიგურა/ცნობიერების ბრძოლა თავის თავთან როგორც სიწმინდის მოპოვების უწყვეტი პროცესი როგორც საზღვრის გადალახვის და ამავდროულად მისი უწყვეტი შენარჩუნება

სადაც თავს იჩენს ჯვარი.  ჯვრის ჩენა როგორც ცნობიერების დეცენტრირებული ცენტრი/როგორც მარად მოძრავი შუაგული  მისი წმინდათა წმინდა /როგორც მისი „წმინდა მიწა“, „წმინდა ნიადაგი“.

კვრივი როგორც ცნობიერების შუაგული

ალღო/გუმანი, რომელიც აუცილებელია ამ შუაგულის მისაგნებად/ძაღლი ლატურის ლაბორატორიაში/ველსაკესის ნახატზე/კიკნაძის “მითოლოგიის სისტემაში”

გახაზავს და წარმოაჩენს მის შუაგულობას

ყოფითი/საყოფაცხოვრებო შუაგული და საკრალური შუაგული 1/37

ყველფი/კერა /კვრივად ქცეული კერა

არავისი მიწები/შორისები ცნობიერების შიგნით/როგორ ხდება საზღვრის გადალახვა/საზღვარი სივრცულია თუ დროითი /

უსვეტ-უსაბლოდ /დედამიწასა და ზეცას შორის მდგარი კარავი 1/43

ჯვარი როგორც უხორცო

შიბი/მწკრივი

ცნობიერების კიკნაძისეული მოდელი: საერთო როგორც ასეთი მუშავდება ცნობიერების შუაგულში /ტალღასავით ეფინება მთელს ცნობიერებას მისი დანაწილების ყოველ საფეხურზე 1/12

 

 

  ეპიზოდი 17 ჩენა და ჯვარი/ჯვარჩენა(გამეორება)

 

 

 

 

 

  ჯვრის ყოველი გამოცხადება/ჯვარი ცნობიერების შუაგულია/ კოსმოგონიურია/ფენომენოლოგიურია/არცერთი საგანი არ შეიძლება იყოს მისი საბოლოო გამოხატულება/რადგან თავად ჯვარი როგორც  სულიერი არსი ვერ მიიღებს ერთხელ და სამუდამოდ გამყარებულ, ობიექტურ სამყაროში არსებულ საგანთა სახეს, ის დენადია როგორც პლაზმური სხეული  ან ნისლი / მისი მეტაფორული სახე :“ ნისლის კოტორი“/ ეს სახე საყმოს შეგნებაში დამუშავდაო/ნისლივით კორიანტელი მოჰყვება ცნობიერების ფორმებს/მენტალურ ფიგურებს

წმინდა უსახური ნისლიდან უნდა გამოიკვეთოს/ეს გა-მო-კვეთა არის დაბადება /მაგრამ გამოკვეთა  ამავდროულად არის მოკვეთა/გამოკვეთით მოკვეთა და მოკვეთით გამოკვეთა

1/57 ცნობიერების „თითქოს“-ის სფერო/ეს თითქოს სიზმრისეული სახეა, რომელიც სხვა სახეებს ინახავს/პოტენციურადო/მაგრამ ეს უფრო უსახობაა, რომელიც წმინდას მანიფესტაციის მოუხელთებლობას გამოხატავსო/რა აღით არის ის მოვლენილიო

ბრძოლა როგორც ცნობიერების მოქმედება

წმინდა - ვისაც თავს დაანახებსო

სკოპური რეჟიმი, მაგრამ აკუსტიკური რეჟიმიც

მცოდნე რწმენა /მორწმუნე ცოდნა/მაგრამ

აკვანი როგორც რწევა

წმინდას იზიდავსო დაულახავი ადგილი/1,58

მიშუებითა ღმრთისაითა 1/66

საფარველ დადებული 1/74

უხილავმა არსებებმა გაიარეს ისე, რომ კვალი არ დაუმჩნევით მიწაზე და ვერც ვერავის მოუკრავსო მთთვის თვალი// ამას ვინ მოკრა თვალი? ზეთვალმა? თუ ენამ როგროც თვალმა გამონაკლისის სტატუსში? 1,75 ამას ვინ მოკრა თვალი, რომ მათთვის თვალი არავის მოუკრავს?

კვალის არდაჩნევა და თვალის არმოკვრა/მაგრამ ეს “არდამჩნევა” და “თვალის არმოკვრა” ხომ ვიღაცამ დაინახა/ენამ/ ენა ვინ დაინახა?? ენამ თავისი თავის თვითონ დაინახა/მაგრამ ის ვინ დაინახა, რომ ენამ თავისი თავი თვითონ დაინახა?

მან ხომალდით მოზიდაო/ „განივთებული იდეები“, კულტისა და კულტურის საფუძვლები /იდეებით დატვირთული ხომალდი!

ცნობიერების ბუნების ნათელსაყოფად ზურაბ კიკნაძეს მოჰყავს სხვადასხვა ლეგენდები სხვადასხვა კულტურიდან უხილავი კვალი, რომელსაც ტოვებს ჯამი /ჯაჭვი მას შემდეგ, რაც დაარტყამს წრეს და გავა წრიდან 1,81

1/82 მთხრობელის ცნობიერებაში გაბმულიაო შიბი ანდრეზული ხანის დასაწყისსა და მის დასასრულს შორის

შიბი/ძეკვი /შიბის გაბმა და შიბი როგორც ბილიკი 1/88

სვეტიცხოველსა და ჯვრის ტაძარს შორის „ჯაჭვის გზა“ /ცნობიერების სფერობის დამაკავშირებელი /ერთმანეთს უკავშირდებიან ცნობიერების სამყაროები/სამყაროები  როგორც მხარეები როგორც ჰორიზონტები/საწიერები

ზარის ხმა როგორც საერთო ფიქრის გამოღვიძებაო/

ხმა როგორც აკუსტიკურად გამაერთიანებელი/შინაგანი ხმა - ხმის ჩამწერი ცნობიერება/ცნობიერების გამოშიგნვა/იმის გარეთ გამოტანა, რაც შიგნითაა//და არ ჩანდა, რომ ცნობიერება სხვა არაფერია თუ არა ხმა/ერთმა მონადირემ ბულბული რომ გაპუტა თქვა შენ მხოლოდ ხმა ყოფილხარო/

ზარი  არა მარტო საერთო შესაკრებელში მოუწოდებს, არამედ საერთო ფიქრსა და სასოებას აღვიძებს/    1/91 აკუსტუკური გაერთიანება/აუდიო ერთობა/მაკლუეენი?    

 

ეპიზოდი 18/ მედუზა{გამეორება)

 

1/97 /98/99 სამძიმარი/მედუზა გორგონა/საყმოს ცნობიერებაშიო : ბინარი წმინდა გიორგი და სამძიმარი წმ. გიორგის მიერ გამოტაცებული ქაჯაველი ქალი, რომელმაც სიწმინდე შეიძინა/საინტერესოა ეს როგორც სწორედ მენტალური ფიგურა : დედრი მჭვირვალებს მის მამაკაცურ გამოცხადებაში/მთლიანი ბუნება/მდედრულ-მამრული ერთიანობით

 

 ცნობიერების რთული ფიგურა: სამძიმარი -ქალი თავისი გარეგნული გამოვლინებით /როგორც ცოლი ანდა როგორც ცოლის მაგიერი

ქმარი:“ დედაკაცთან რო დაწვებიან, ის რო უნდა მექნისავ,დაიკარგისავ. კაც-დიაც რო შადგებიან აისრა, დაიკარგისა“ „დაიკარგისავ ანუ ქრებოდაო/ეს არ არის არქეტიპი/ეს ყველაფერი არის ზედაპირზე/თამაშდება ზედაპირზე/ეს ეპიფანიაა

ენერგიაა, რომელსაც ფორმა  ანუ ხატი არ აქვსო /მაგრამ ცნობიერებაში მისი ხატია სწორედ ის, რომ მას ხატი/ფორმა არ აქვს/ვერავის ვერ გაუგიაო რატომ მაქციერობსო სამძიმარი/წმინდა,  მოკვდავის ოჯახში/ეს ცნობიერების ბუნებაა/ამით ცნობიერება ცნობიერობს თავის თავს აჩენს/ჩვენ ალბათ, რაღაც მას შემდეგ ვიცით, რაც ეს „რაღაც“ თავის თავს გამოაჩენს:გაოგნება/სახტად დარჩენა/ 1/100  იმის ნიშანია, რომ ცნობიერება ხდება ახლა ის „სახტად დარჩენაში“ ხდება

 

 

1/109  საყმო როგორც დინამიკური და პიროვნული ძალა

ხორციელი/უხორცო 1/111 შინაგანი ძმობა/საყმო უხორცოთა სამყარო  ხედავს0 თავის ანალოგს ხორციელ/ყოფით სამყაროში

1/112 საყმოს მისტიკური თვალიო

ორი თვალი:მონიშნული/მოუნიშნავი

საფარველდადებული/1/115

დაფარული ფენის განფარვა და ადრე დაწერილის გამოჩენა-პოლიმფსესტი

არ უნდა იყოს გამოქვეყნებული/1/120

ადამიანის შეგნებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილიაო განძის ხატი

განსაცდელი/გამოცდილება 1/23

გაუჩინარებადი წერტილი: რასაც უყურებ თვალს ვეღარ გააყოლებ იმიტომ, რასაც უყურებ ხორცს კარგავს და უხორცო ხდება/ფიზიკურ თვალს ვერ გააყოლებ, მაგრამ გონების თვალი? სულის თვალი? მისტიკური თვალი?

1/126  ჯვრის განძის სუბლიმაცია უმაღლეს ზღვარს აღწევს , როცა ის მკადრეს ჯვრის სახით გამოუჩენს თავის თავს

1/128 თუ თვალი როგორც ასეთი?

                                                                              კიდევ ერთი  ეპიზოდი19/აკუსტიკური  რეჟიმი/ხმასაწიერი

ხმასაწიერიო, მაგრამ ეს არ არის გაგონებული ხმა ეს დაწერილი ხმაა, რომელსაც ახლა მე ვკითხულობ/წაგიკითხავთ ასეთი ხმა? ზურაბ კიკნაძემ წაიკითხა!

 

სროლა როგორც დაცვა/განძი ბრიალებს, ცეცხლს ისვრის და ამით იცავს თავს/სროლა როგორც დაცვა

1/129 ხბო, რომელიც რისხვით აბრიალებს თვალებს/ განძის თხრის დროს ამოხტებაო ყვითელი ძაღლი/ძაღლი...

დაცვა როგორ დაშენა ! დაშენა როგორც სროლა/სროლა როგორც მოკვლა? ჩააწყვეთ რიგში 13 ტყვია?

ძაღლი!

1/142

მოყმის მოქმედება ბრძოლა როგორც ცდა/განსაცდელი/რომელსაც თან მოაქვს სიკვდილის სუნთქვა/რომელიც ირაციონალური წარმომავლობისააო/რაშიც თავს იჩენსო მისი ეგზისტენციაო/დავლათის მიმოქცევა/რომელიც ედარება ზღვის რიტმს /მისი მოქმედების დრო წამისყოფაშია მოქცეული/დავლათი ღუპავს დავლათიანს/ვერ უძლებს/ნაქნარი როგორც ბრძოლა, რომელიც მამა-პაპამ გადაიხადა/მოდენილობა როგორც ტრადიცია

კაი ყმა ჯვრის წმინდაა 1/51

1/153 სწორფრობა ცდააო/განსაცდელი, რომელიც ბრძოლის წინ უნდა გაიაროსო მოყმემ/ესაა ცნობიერების ცდა/ როგორც მისი შინაგანი სიცოცხლე/

 

1/222  სემანტიკურად ერთმნიშვნელოვანი წყვილები: მთა და სიცხადე/ მღვიმე და სიზმარი  მთა როგორც სიფხიზლის ადგილიო/მღვიმე ძილის ადგილი - მასში დრო არ გადისო/ არ არის არც გუშინ, არც დღეს, არც ხვალ. მღვიმეში განხორციელებულია განუწყვეტელი დღე , მარადიული ახლა, მუდმივი ჟამი/მასში მყოფისთვის ყველაფერი ერთბაშად არის წარმოდგენილი/თავად ენა ინახავს თავის სემანტიკაში სიბნელისა და მარადიულობის თანაარსებობას: სა-უკუნე და უკუნ-ეთი / „მე ვდუმებ“ ვახუშტი ბატონიშვილი საიდუმლო დუმილის საფარველი ადევსო, ზურაბ კიკნაძემ

1/223 წმინდა საგანი ერთსა და იმავე დროს აქაც არის და იქაც

დღესასწაული როგორც დაფარულის მანიფესტაციაო/გამოტანა/გამომზეურება

დაცულობა და დაუცველობა- როგორც წმინდა დღესასწაულზე გამოფენილი/მათი მდგომარეობის ორი, ერთმანეთის მონაცვლე მხარეა/მონიშნულ-მოუნიშნავი

მონტაჟი: როცა ხატი /ანდა ორი ხატი/აძლიერებს მესამე/ახალ ხატს

უქმობა როგორც სიწმინდის  დაცვა დღესასწაულებრივი პრაგმატიზმის გარეშე

1/224 გამოცდილება შინაგანიაო

1/229 რა შეიტანაო რობაქიძემ სწორფრობის აღწერაში? მხოლოდ სხვა თვალი/საქმე სწორედ თვალია/სწორფრობა როგორც  ცდა/განსაცდელი, მთლიანობით-პიროვნული მზაობა/დედრულ-მამრული საწყისი /სწორფერთა შორის საქოწქილო კავშირი/ აკრძალული/დობილ-ძმობილობა/სწორფრული ურთიერთობის მწვერვალი/არა: მიყვარხარ/არამედ ნდომა-სანდომი

1/233 სწორფრობა და ხორციელი ქორწინება დრო-ჟამის სხვადასხვა მდინარებას ეკუთვნისო/ძმობილ-დობილობა/ ნდომა-მოწონება/ნანდაური ძმობილ-დობილნი/ეს სა-ერთ-ოს პოლიტიკაა?!

ნდომას ნდომა გააცისკროვნებს/შემზღუდავი წესები ზედმეტი ხდება/არც ერთი მოძრაობა სახიფათო აღარ არის

აშვება/შვება/აშვებული

მოსარიდებელი ადგილები:

სტიქიური წარმართობა/ ხალხური კულტშემოქმედებითი ნაკადი1/238/ხალხური ნაკადი...

გამოუსახველი/უხილავი-წმინდა

უწმინდური უხილავია? 1/247 არ ხდება ხორციელ-ყოფითი დაკმაყოფილება! მაგრამ სიმბოლური დაკმაყოფილება?!

აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ცნობიერების შინაარსი არის გამოსახულება/ის მსახველია თავისი ბუნებით და ცნობიერებაში უხილევი ვერ შევა ისე თუ ის ხილულად არ გარდაისახა ანუ თუ  ცნობიერებამ მისი ხატი არ დაწერა იმიტომ, რომ ცნობიერება, არსებითად, ხატმწერია/ბუნებრივია ეს არ არის რელიგიური ხატი/მაგრამ ცნობიერებას აქვს რელიგიის ხატი/მისი გამოსახულება/ამიტომ საყმოს ცნობიერება ხატმწერი/ხატმქმნელი ცნობიერებაა/ ეს არ არის ხატები/გამოსახულებები როგორც თაყვანისცემის საგნები/ ესაა ცნობიერების ხატები როგორც ცნობიერების ფაქტები/ცნობიერების „ნაქნარი“/საყმო ძლებსო ხატის გარეშე ანუ საყმო ძლებს /ხატების როგორც თაყვანისცემის  გარეშე/მაგრამ საყმო ხატის ტყვეობაში/ცნობიერების ხატების ტყვეობაში ცხოვრობს

ცნობიერება წრეა და აქ რაც  ახლა ხალხური ნაკადია კიდევ ახლა

საყმოს წარმოსახვა სხვა მიმართულებით მუშაობს: საყმოს რწმენის თვალი იმაგინაციურიო1/248

 

1/248 საყმოს ვერბალური ხატები მყარად ზის მის ცნობიერებაში, რომელიც არ მოითხოვს ფიზიკური თვალით სახილველ  სახვით ხატებსო/

ვიზიონი ფართო სივრცეშია გაშლილი /გაფენილი/განფენილი ისევე როგორც ჯვართა ტერიტორიაზე გაფანტული საკრალური ობიექტებიო/კულტის საიდუმლოება შიდა სივრციდან  გარეთ და ღია ცის ქვეშ გამოდისო, თითქოს, ხილულია, მაგრამ საიდუმლო მაინც  შიგნით რჩება. ეს არის ჯვარ-ხატთა რელიგიის ერთი თავისებურება/ეს ცნობიერების თავისებურებააო.

 

ჩვენი დაკვირვების საგანიაო: 1/252

აკრძალვის გადალახვა როგორც დაფარული საიდუმლოს გამჟღავნების ფორმა/გზა 2/267

კუდიანთა წუხრა როგორც ნარატიული კონსტრუქცია 2/276 უწმინდურ ძალებს შეაქვს ადამინთა ცხოვრებაში სულიერი გადაგვარება/ მისი ერთ-ერთი მკაფიო  გამოხატულებაა მაქციობა

პაროდიული და გაუკუღმართებული ცნობიერება2/276

კუდიანთა შეკრების ადგილი უტოპიური/წარმოსახვითი2/281

2/284 გამეორება/პაროდია/როცა საეშმაკო ადგილების სტრუქტურა იმეორებს ჯვარ-ხატთა იერარქიას

2/287  კუდიანი კატად ქცეული სხეულიან-სულიანად მიეშურება კუდიანთა შეკრებაზე/ქმრის გვერდით კი წევს ფანტომი/საკმარისია მან ადგილი შეიცვალოს, რომ დაბრუნებული სული მას ვეღარ ნახულობსო და კვდება/ეს  სამხილიცაა მის წინააღმდეგო.

არიან კუდიანები, რომლებიც ეშმაკთან ხელშეკრულების გარეშე  მაქციერობენო/განსხვავება ისაა, რომ კუდიანი თავისი ფიზიკური სხეულით მაქციერობსო/ეშმაკის  ჩარევის შემთხვევაში კი ფანტომად იქცევა/ესაა,ალბათ,  ცნობიერების მეორე მხრე ე.წ. ცუდი ცნობიერება, რომელიც თავზე  ადგას კარგ ცნობიერებას/უკუღმართად ქცევა/2/311 უბედური ცნობიერების წარმონაქმნებიო/ ცუდი/ბოროტი  ხატი სხვა არაფერია თუ არა მზაობა იმისთვის, რომ  წამისუსწრაფესად დაიკავოს კარგი ხატის ადგილი/კარგი ხატი, რომელიც კარგავს თავის ადგილს უმალვე ზემოთ მოექცევა ცუდ ხატს/მას ჩაანაცვლებს/ჩაენაცვლება

ზერელე დამკვირვებელიო/2/212

მესმინაობა 2/294  კუდიანთა შეკრება გამორიცხავს გარეშე მაყურებელს /დამკვირვებელს /ხილვა გამორიცხულია/მაგრამ მოსმენა შესაძლებელი(მოსმენაც დანახვაა, რომ მოისმინო უნდა  გქონდეს მოსმენის თეორია ანდა ხედვა)

2/295 მესმინაე   ჩასაფრებული ხიდზე/ანდა არავის ტერიტორიაზე/უადგილო ადგილი არც აქეთ არც იქით მყოფი

ხიდზე გაწოლილი მესმინაე ორ სამყაროს შორის იმყოფებაო:აქეთ სოფელია, იქეთ კუდიანთა ტერიტორია/მათ შორის ერთი ნაბიჯიაო /ერთი ხელის გაწვდენაზეაო. ექსისტენციალურად ის საზღურბლო სიტუაციაშიაო/კუდიანს მესმინაესგან როგორც ნივთისგან დასამალი არაფერი აქვს, მაგრამ მესმინაე როგორც შემლოცველი იყენებს ამას კუდიანთა ცოდნაში შესაღწევად/მესმინაობა და მისნობა...

არიანო კუდიანები, რომლებსაც არ უნდათ კუდიანთა შეკრებაზე ფიზიკური მონაწილეობა /ისინი მესმინაობენ მარცხენა გვერდზე წოლით/2/297

გამოტეხილი კუდიანი/გამოტეხა როგორც ცნობიერების აქტი/ფსიქოანალიზი

სტიქიების ბრძოლა2/228

სწორფრობა მოწოდებააო/ის აუცილებელიაო/ სიცოცხლე არ არისო აუცილებელი2/215 შინ და გარეთ

2/42 კრძალვა თუ ა-კრძალვა

 

 

ზურაბ კიკნაძე (როგორც ავტორი ) რისკავს, რომ მის ადგილს მკითხველი დაიკავებს, რომელიც ამასობაში მწერლად იქცა

საერთო(ქართული) როგორ აღმნიშვნელი

 

რამდენიმე დეტალიღა დარჩა დასამთავრებელი ზურაბ კიკნაძე ერთხელ კიდევ შედის მის მიერ ნაგებ შენობაში/უკვე მერამდენედ: ალბათ არა მარტო იმიტომ, რომ რამე ხომ არ გამომრჩაო, არამედ რა შეიცვალაო/რადგანაც ეს ცნობიერებაა/ნაკადია/დენია გრანდიოზულ ნაგებობაში, რომელიც მან ააგო: ქართული მითების სისტემაო, რომელიც, ალბათ უფრო. ცნობიერებეის ნაგებობაა.

ჩვენ ექსპედიციაში ვიმყოფებით, მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ექსპედიცია ჩვენს ცნობიერებაში

შესავალში ზურაბ კიკნაძე აყალიბებს/ადგენს/განსაზღვრავს  პირობებს, რომლებსაც ამ სისტემაში შესვლის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს

მნიშვნელოვანი განსხვავება: ერთია ვიღაც და სხვაა ამ ვიღაცის გამოსახულება ტელევიზორში/ ანდა ფეისბუკში ანდა სხვაგან სადმე: გამოსახულბა და ის, ვისი გამოსახულებაც ის არის სხვადასხვაა. თითქოს ეს თვალნათლივი განსხვავებაა, მაგრამ თითქოს...როგორ უნდა შვაღწიოს მკითხველმა ან შენობაში? წარმოსახვით?

 

 

მითიურის გაგონიერება /გაუგებარი პრაქტიკების რაციონალიზება:

ქალაქში გროვდება პრობლემები და მათი გადაჭრის გზების საძიებლად  კიკნაძე მიდის ექსპედიციაში, რათა იქ მითებში იპოვოს პასუხები

 

 

 

ერთი უცნაურობა: ერთმანეთის გვერდზე დალაგებული ნებისმიერი ორი ნაჭერი აუცილებლად ერთიანდება/ქმნის  ახალ წარმოდგენას ე.ი. ამ შეპირისპირების  ვღებულობთ ახალ თვისებას/ ახალ წამოდგენას

მაგ. ზურაბ კიკნაძესთან  :

ადგილი და ტერიტორია

წმინდა და არწმინდა

გამოჩენილი და დაფარული

ხილული და უხილავი

უჩინარი და ჩენლი

როცა კიკნაძე წერს: წმინდა დ რიოში მისი მიზანია დაგვანახოს თუ რა არის წმინდა, რიოში აქ მხოლოდ ფონია/წმინდა თავიდანვე უპირატესობას ფლობს/დერიდა.

 

 

ჩვენი ცნობიერება, ეტყობა, ასე მოქმედებს: ამ ბინარის არც ერთ წევრზე არ ჩერდება: განუწყვეტლივ ძრაობს/ციმციმებს/კრთება/ლივლივებს. ამ მოძრაობის გამოხატულება არის ხედვა, ჩვენში კი არის დანახვის სურვილი

ადგილი - ტერიტორია

წმინდა - არაწმინდა - ორი/ორობა, მაგრამ  ამ შეპირისპირებისას ჩნდება   მესამე 

ჩვენი ყურადღება არ ჩერდება არცერთზე ამ ორთაგან

ზურაბ კიკნაძე გვიჩვენებს თუ როგორ იგება ადგილი/უფრო ალაგი თუ როგორ მსჭვალავს მას წმინდა

ყურადღების გამახვილება: მიშტერება

ირჩევ ერთ წერტილს

მახვილი მზერა/ბრუნო სნელი:

თვალებს აცეცებს/თვალების ცეცება, რომ თვალი მოკრა იმას, რაც კრთომაში/გაკრთა/ კრთება

არის-არც არის/თავბრუ/მზერა ახლა თავბრუზე /ბრუ-ზე   გადმოდის

ეს განცდა (თუ არ ვიცი, რა!)

რეტი ესხმის/ თავბრუ ეხვევა

არ გტოვებს „ქართული მითოლოგიის“ უსიერ ტევრში, ბორცვიდან ბორცვზე, მთიდან მთაზე,ხატიდან ხატში, კვრივიდან კვრივში.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება: