სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა

ახალი

ავტორი: არტურ შოპენჰაუერი

სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა

არტურ შოპენჰაუერის „გენიალურ-ფილოსოფიური და ყოველგვარ ქებაზე მაღლა მდგომი“ (ჟან პოლი) „სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა“ გამოიცა 1818 წელს, გერმანიაში.


„ფრანფურტელი განდეგილის“ პესიმისტური ფილოსოფიით მოხიბლულნი იყვნენ დიდი ადამიანები. ნიცშე წერდა: „ვეკუთვნი შოპენჰაუერის იმ მკითხველებს, რომლებმაც მისი პირველი გვერდების წაკითხვისთანავე, უეჭველად იციან, რომ ყველა გვერდს წაიკითხავენ და მის წარმოთქმულ ყოველ სიტყვას მოისმენენ. თავიდანვე ვენდე მას და ეს ნდობა ახლაც ისეთივეა... ნათლად, თუმც კი მოურიდებლად და გიჟურად რომ ვთქვათ, მას ისე ვუგებდი, თითქოს ჩემთვის წერდა“.


ტოლსტოი: „განუმეორებელი აღტაცება დამეუფლა შოპენაუერის შრომათა კითხვისას და მე განვიცადე ისეთი სულიერი სიამოვნება, რომლის მსგავსიც არაფერი განმიცდია აქამდე... ვფიქრობ, რომ შოპენჰაუერი ყველაზე გენიალური ადამიანია მსოფლიოში...“


ვაგნერი: „მოვა დრო როცა შოპენჰაუერი ჩვენი აზროვნების და ცოდნის წესად იქცევა“.

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!