წიგნში წარმოდგენილია კონსერვატული (ლათ. consarvare < conservo - ვიცავ, ვინარჩუნებ) მსოფლმხედველობის არსი. რომ:
- მთავარია შევინარჩუნოთ საერთო ტერიტორიის იდეა, სადაც დავფუძნებულვართ და რომელსაც ჩვენს სახლს ვუწოდებთ.
- შევინარჩუნოთ და დავიმსახუროთ იმის ფლობა, რაც შეგვრჩენია ჩვენს მამა-პაპაგან.
- დავიცვათ იდეა ტერიტორიული ერთგულებისა, რაც საფუძველი უნდა იყოს ყველანაირი მთავრობის.
- დავიცვათ და დავიმსახუროთ დამოუკიდებლობა, რაც წინა თაობებმა ასეთი ჭაპანჭვეტით გამოკვეთეს ქრისტიანული მემკვიდრეობიდან, იმპერიული ხელისუფლებიდან და რომაული სამართლიდან.
- რომ საზოგადოების ერთი ნაწილი არ გრძნობდეს თავს უცხოდ მეორე ნაწილის მიმართ; რომ ისინი ღირებულად მიიჩნევდნენ შეკავშირებას - გრძნობდნენ, რომ ერთი ხალხი ვართ, რომ ბედისწერამ შეგვკავშირა, რომ რომელიმე თანამემამულის დამყარებული ბოროტება ყველას გვემუქრება.