-
-
მოგვწერეთ
ნოდარ ნათაძის წიგნის „რაც ვიცი“ პირველი გამოცემის (2002) ანოტაციაში ვკითხულობთ:
„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს წიგნი მრავალ შეკამათებას და შენიშვნას გამოიწვევს. მათი გათვალისწინება ან პასუხი ჩემი მოვალეობაა. მაგრამ ამ მოვალეობას მე მოვიხდი ცალკე, თუნდაც სხვა გამოცემის დანართის სახით, და არა თვით ტექსტში. წინამდებარე ტექსტს მე ვუყურებ როგორც ჩვენებას, მაშასადამე, მიმაჩნია, რომ მისი შესწორება დაუშვებელია“.
მას მერე გავიდა არცთუ ცოტა დრო. ბევრი რამ შეიცვალა როგორც მსოფლიო პოლიტიკურ აზროვნებაში, ისე ჩვენშიც.
ამისდა მიუხედავად, უცვლელად ვაქვეყნებთ თვითმხილველის თვალით დანახულ, საუკუნის მეორე ნახევარის საქართველოს მატიანეს, რომელიც
„ჩვენება“ კი არა, საბრალდებო დასკვნაა, დაწერილი მხოლოდ და მხოლოდ სამშობლო ქვეყნის გულშემატკივრის პოზიციიდან.