გარდაიცვალა ვიქტორ რცხილაძე!

გარდაიცვალა ვიქტორ რცხილაძე!

გარდაიცვალა თეოლოგი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და მთარგმნელი ვიქტორ რცხილაძე. გამომცემლობა „კარპე დიემ“ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს! 

ვიქტორ რცხილაძე მრავალი მნიშვნელოვანი შრომის მთარგმნელი და ავტორია:

 

თარგმანები

  • „ათონის მთის ბერთა მისტიკური ღვთისმეტყველების შესახებ“ (ჟურნ. „რელიგია“, 1992, #4).

  • ნიკოლაი ლოსკი — „დიალექტიკური მატერიალიზმი სსრკ-ში“ (ჟურნ. „რელიგია“, 1992, #5).

  • ს. ა. ალექსეევი (ასკოლდოვი) — „აზრი და რეალობა“ (ნაწყვეტი) (ჟურნ. „რელიგია“, 1992, #9).

  • ქუირინ ჰუონდერი — „ღვთის არსებობის მტკიცებები (მათი ისტორია და ბედი)“, თარგმანი გერმანულიდან, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით (234 გვ.) (ჟურნ. „რელიგია“, 1992, #11).

  • სემიონ ფრანკი — „ღვთის არსებობის ონტოლოგიური მტკიცება“ (ჟურნ. „რელიგია“, 1994, #3-4-5).

  • ნიკოლაი ბერდიაევი — „თეოსოფია და გნოზისი“ (ჟურნ. „რელიგია“, 1994, #6-7-8).

  • რომანო გუარდინი, „რელიგია და გამოცხადება“, თარგმანი გერმანულიდან, წინასიტყვაობითა და კომენტარებით, თბილისი 2008 (335 გვ.).

  • რომანო გუარდინი, „სასწაული და ნიშანი“, თარგმანი გერმანულიდან, თბილისი 2010 (87 გვ.).

  • „გერმანელი მისტიკოსები“ (კრებული), თარგმანი გერმანულიდან, წინასიტყვაობით, თბილისი (150 გვ.).

  • მარტინ ჰაიდეგერი, „რა არის ეს — ფილოსოფია?“ თარგმანი გერმანულიდან (თბილისის სახ. უნივერსიტეტის „მიმომხილველი“, 1969-1972 წწ.).

  • ჰანს ზედლმაირი, „აღმოსავლური რომანული სტილი“, თარგმანი გერმანულიდან (ჟურნ. „მნათობი“, 1974, #13).

  • ავგუსტ ბრუნერი, „ფილოსოფიის ძირითადი საკითხები“, თარგმანი გერმანულიდან, წინასიტყვაობით, თბილისი 2010 (346 გვ.).

  • ჰანს ზედლმაირი, „თანამედროვე ხელოვნების რევოლუცია“, თარგმანი გერმანულიდან, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით, თბილისი 2009 (200 გვ.).

  • იოანეს ჰესენი, „პლატონიზმი და პროფეტიზმი“, თარგმანი გერმანულიდან, შესავლითა და შენიშვნებით, თბილისი 2011 (357 გვ.).

  • კონრად პაულ ლისმანი, „სიორენ კირკეგორი“, თარგმანი გერმანულიდან, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით, თბილისი 2013 (247 გვ.).

  • „თანამედროვე დასავლური ღვთისმეტყველების ორი წარმომადგენელი — კარლ რანერი და ვოლფჰარტ პანენბერგი“, თარგმანი გერმანულიდან, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით, თბილისი 2013 (247 გვ.).

  • სიორენ კირკეგორი, „შიშის ცნება“, თარგმანი გერმანულიდან, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით, თბილისი 2014 (355 გვ.).

  • არტურ შოპენჰაუერი, „სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა“, თარგმანი გერმანულიდან წინასიტყვაობით, თბილისი 2016 (559 გვ.).

  • გეორგ ჰეგელი, „ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე“, ტ. I; ტ. II

  • ალექსეი ლოსევი, „მითის დიალექტიკა“

  • ალექსეი ლოსევი, „ესთეტიკური მოძღვრებების ისტორია“

  • ალექსეი ლოსევი, „მხატვრული მსოფლშეგრძნების აგებულება“

  • ევგენი ტრუბეცკოი, „სიცოცხლის აზრი“

  • ნიკოლაი ლოსკი, „სამყარო, როგორც ორგანული მთლიანობა. ნების თავისუფლება“

 

ისტორიული ხასიათის შრომები

  • „ქართველები გერმანული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში“ (მასალები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვიქტორ რცხილაძემ), თბილისი 1994 (592 გვ.).

  • შალვა მაღლაკელიძე, „მოგონებები“ (მასალები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვიქტორ რცხილაძემ), თბილისი 2012 (320 გვ.).

გაზიარება: